ელექტრო ხაზების მშენებლობა

ელექტრო ხაზების მშენებლობაჩვენი კომპანიის ერთ-ერთი ძირითადი და მნიშვნელოვანი მიმართულებაა ელექტრო ხაზების მშენებლობა ქვეყნის მასშტაბით.

ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობის პროცესი მოიცავს შემდეგ ეტაპებს:

  • გეგმარება
  • პროექტის მომზადება და შეთანხმება
  • მშენებლობის ეტაპი
  • ელექტროხაზების მომსახურება

მნიშვნელოვანია თითოეული ეტაპის განხორციელება მოხდეს სწორად და ეფექტურად, რაც განაპირობებს უსაფრთხოებას და ნაკლებ შეფერხებებს მომავალში.

ელექტროგადამცემი ხაზების როლი

ელექტრო ხაზების როლი ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის ენერგოსისტემისთვის, რადგან სწორედ მათი მეშვეობით ხორციელდება დენის მიწოდება უშუალო მომხმარებლისთვის.

ასევე დენის იმპორტი და ექსპორტი სახელმწიფოთა შორის, რაც სტრატეგიული მნიშვნელობის გახლავთ ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებისთვის.

გაუმართავი ელექტრო სისტემა, მათ შორის ელექტრო ხაზები იწვევს ენერგო სისტემის პარალიზებას, შეფერხებებს, რაც ნეგატიურ გავლენას ახდენს, როგორც ადამიანების ყოველდღიურობაზე, ასევე ბიზნესის განვითარებაზე და ზოგადად ეკონომიკურ კეთილდღეობაზე.