განათების სისტემები

განათების სისტემებიხშირად განათების სისტემები თამაშობენ მნიშვნელოვან როლს ბიზნეს საქმიანობაში, განსაკუთრებით ისეთ ობიექტებზე, როგორიცაა შოურუმები, მაღაზიები და სხვა.

ცუდათ დაპროექტებული და დამონტაჟებული განათების სისტემა შესაძლოა ძვირი დაუჯდეს ბიზნესს.

რა საკითხების გათვალისწინებაა საჭირო განათების სისტემის მონტაჟის დროს?

  • სწორი გეგმარება
  • უსაფრთხოება
  • ხარისხიანი მასალა
  • პროფესიონალი ხელოსნები

 

რატომ სჭირდება ბიზნესს ეფექტური განათების სისტემები?

ბიზნეს საქმიანობისა და ტიპის მიხედვით, სხვადასხხვა ბენეფიტი შეუძლია მოუტანოს სწორმა გეგმარებამ და ეფექტურად დამონტაჟებულმა განათების სისტემამ:

პროდუქტიულობის ზრდა – კვლევები გვიჩვენებს, რომ კარგი განათება განაპირობებს თანამშრომების პროდუქტიულობის ზრდის მინიმუმ 20%-მდე ზრდას. კარგი განათების სისტემა ამცირებს თვალების შეშუპებას და თავის ტკივილის შეგრძნებას.

მომხმარებლის კმაყოფილება – კარგი განათება ხშირ შემთხვევაში იზიდავს მომხმარებელს, ზოგჯერ კი ეხმარება ბიზნესს გაყიდვების ზრდაში, მაგ: შოურუმებში. ამიტომაც განათების სისტემების როლი საკმაოდ დიდია ისეთი ბიზნესისთვის, რომელიც მომხმარებელს წარუდგენს გარკვეულ პროდუქციას, ან სადაც მომხმარებელი ატარებს მნიშვნელოვან დროს.

განათების სისტემები სხვადასხვა ტიპის კომერციული სივრცისთვის

განათების სწორი ტიპის არჩევა საშუალებას მოგცემთ დაზოგოთ ფინანსები, ხოლო ორგანიზაციის საქმიანობა განხორციელდეს უფრო ეფექტურად, ზედმეტი შეფერხებების გარეშე.

ჰალოგენური განათება– ჰალოგენურ ნათურებს აქვთ ორჯერ მეტი სიცოცხლის ხანგრძლივობა და 25%-ით ნაკლებ ენერგიას ხარჯავენ ტრადიციულ ნათურებთან შედარებით, იმავე რაოდენობის სინათლის გამოსამუშავებლად.

ინდუქციური განათება – ახასიათებს განათების მაღალი ხარისხი, გთავაზობთ განსაკუთრებულ საიმედოობას 24/7 გამოყენებისთვის თანმიმდევრული სიმძლავრით, როგორიცაა პარკირების სივრცეები. LED განათების გამოჩენამდე, ძირითადი განათების სისტემა იყო კომერციული დაწესებულებებისთვის.

LED განათება – საუკეთესო განათების ტიპი კომერციული ფართის განათებისთვის.

პოპულარი გახდა 1990-იანი წლებიდან, დღეს კი ყველაზე ფართოდ გამოყენებად და სანდო განათების სისტემას წარმოადგენს.